იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ, როგორც მომხმარებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების" სისტემაში (youth.municipal.gov.ge) და ისარგებლოთ სერვისებით, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს.
მომხმარებელს შეუძლია არ შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა და ისარგებლოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების" სისტემაში (youth.municipal.gov.ge), სტუმარი - დამთვალიერებლის სტატუსით.
- 1.რეგისტრაციის ზოგადი წესები
- 1.1 მოხმარებელი, ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების" სისტემის (youth.municipal.gov.ge) გამოყენების უფლების მისაღებად ვალდებულია დაეთანხმოს რეგისტრაციის პირობებს და უზრუნველყოს მათი დაცვა.
- 1.2 სისტემაში რეგსიტრაციისას მომხმარებელი ირჩევს ,,მომხმარებლის სახელს’’ და ,,პაროლს’’, რომელიც არ ექვემდებარება მესამე პირებისათვის გადაცემას ამასთან მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული ,,მომხმარებლის სახელის’ და ,,პაროლის’’ გამოყენებაზე. მომხმარებელს უფლება აქვს,ნებისმიერ დროს, შეცვალოს ან განაახლოს თავისი პროფილი.
- 1.3 მომხმარებელს ეკისრება საკუთარი „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება და სრული პასუხისმგებლობა ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდა მისი მომხმარებლის სახელითა და პაროლით. მომხმარებელი ვალდებულებას იღებს: ა) დაუყოვნებლივ აცნობოს ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებას" მომხმარებლის პაროლისა და ანგარიშის ნებისმიერი არასანქცირებული გამოყენების და უსაფრთხოების ნორმების ნებისმიერი სხვა სახის დარღვევის შესახებ; ბ)
უზრუნველყოს,სისტემიდან გამოსვლა ყოველი წვდომის შემდეგ.
- 1.4 ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება"იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ პაროლის დაკარგვის ან მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში დამდგარ შედეგებზე.
- 1.5 მომხმარებლის მიერ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, რომელთა ასახვა აუცილებელია მომხმარებელთა მიერ დაგეგმილი ინიციატივების განხორციელებისა და მართვისთვის, ხელმისაწვდომი იქნება ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებისა" სისტემაში რეგისტრირებული იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის.
- 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
- 2.1 ა(ა)იპ "თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება" პასუხს არ აგებს იმ არასასურველი შედეგებისათვის რაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის მიერ სისტემაში საკონტაქტო მონაცემების შეცვლის არ ასახვამ.
- 2.2 მომხმარებლის მიერ ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების პორტალის/სისტემის (youth.municipal.gov.ge) განზრახ დაზიანების, საიტის ნორმალური ფუნქციონირების შეზღუდვის ან შეზღუდვის მცდელობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- 3. ზოგადი დებულებანი
- 3.1 ერთიანი ელექტრონული სერვისების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს, დაამატოს, წაშალოს სისტემური ინფორმაცია ან/და შეცვალოს მისიშინაარსი, კლასიფიკაცია ან გაფორმება, თუ იგი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
იმ შემთხვევაში, თუ გაეცანით და ეთანხმებით წესებს და პირობებს დააწკაპეთ ღილაკზე - “გავეცანი და ვეთანხმები”