საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება
სტრატეგია,მიზნები და ამოცანები
მისია და მიზნები
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მისიაა ახალგაზრდების გააქტიურება და ინტეგრაცია ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესებში, ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალისა და ენერგიის რეალიზების ხელშეწყობა, მათი ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროგრამებში, ახალგაზრდების პროფესიული და კარიერული ზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლება, მოსწავლეებისა და სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა, იძულებით გადაადგილებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდათა ინტეგრაცია საზოგადოებაში.
მიზნები:
  • ა) ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა როგორც დედაქალაქის, ასევე ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში;
  • ბ) აქტიური თანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ახალგაზრდების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშესაწყობად;
  • გ) ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, მათი ნოვატორული იდეების რეალიზებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ჩართვა თვითრეალიზებისთვის საჭირო კომპეტენციების მქონე პროგრამებში;
  • დ) ცენტრის პროგრამების ეფექტურად წარმართვა საერთაშორისო თანამშრომლობის, მოხალისეობრივი პრინციპების მხარდაჭერის, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის გაძლიერებისა და დღის წესრიგში არსებული სხვა გამოწვევების გადაჭრის მიზნით.
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების საქმიანობის უმთავრესი მიზანია ერთის მხრივ, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება ევროპულ სტრუქტურებთან და მეორეს მხრივ, რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საიმედო პარტნიორის ნიშის დაკავება, რის მისაღწევადაც გაერთიანება კოორდინირებულად იმუშავებს სტრასბურგისა და ბუდაპეშტის ახალგაზრდულ ცენტრებთან, ევროპულ ახალგაზრდულ ცენტრთან, ახალგაზრდულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან, იქნება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობების განმახორციელებელი.
საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და პროგრამები
თბილისის სახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება დასახული მიზნების მისაღწევად საქმიანობას, ლოკალურ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით ანხორციელებს:
  • ა) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, კარიერული ზრდისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა;
  • ბ) საერთაშორისო ახალგაზრდულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • გ) ახალგაზრდების ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობაში; მოხალისეობის ინსტიტუციონალიზება;
  • დ) საზოგადოებრივ და სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა.
სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი პროგრამებითა და აქტივობებით შემდეგ ფორმატში:
  1. ახალგაზრდული ინიციატივების და ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა;
  2. გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა;
  3. საერთაშორისო და ევროპულ გაერთიანებებში ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  4. საერთაშორისო პროგრამებში თანამონაწილეობა;
  5. საერთაშორისო დონორული რესურსების მოძიება;
  6. ახალგაზრდების ხელშეწყობა ევროინტეგრაციის პროცესებში;
  7. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროგრამის შემუშავება;
  8. კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობების მხარდაჭერა;
  9. ახალგაზრდების თავისუფალი დროის ნაყოფიერად ორგანიზება;
  10. მოხალისეობის განვითარება;
  11. ახალგზარდულ საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.
სამიზნე აუდიოტორია და ბენეფიციარები
თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების საქმიანობა ძირითადად ორიენტირებული იქნება თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე.სამიზნე აუდიტორია და ბენეფიციარები იქნებიან თბილისის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლების სტუდენტები, ახალგაზრდები და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გრძელვადიან პერსპექტივაში საქმიანობის ბენეფიციარები იქნებიან სამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი.
ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი
ცენტრის მისიაა ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალისა და უნარ-ჩვევების რეალიზება, პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, არაფორმარული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათში ახალგაზრდების ჩართვა.
ცენტრში მიმდინარეობს უფასო სასწავლო კურსები:
  1. IT ინჟინერია - კომპიუტერის აგებულების, აქსესუარებისა და დანიშნულების, დაშლა - აწყობის, გაუმართაობის მიზეზების დადგენის, პროგრამული გამართვის, საოფისე პროგრამების: Windows , Word , Excel , PowerPoint, Internet-Outlook, ქსელის აწყობის, პროგრამების წერის სწავლება ახალგაზრდებისთვის.
  2. გრაფიკა - ახალგაზრდებისთვის ტილოზე და ქაღალდზე ხატვის (ზეთოვანი და გოაშეს საღებავებით) გრაფიკული პროგრამების:(Corel, Adobe photoshop, 3d max) სამონტაჟო და ეფექტის პროგრამების (adobe After effects adobe Premiere pro) სწავლება.
  3. სამოქალაქო განათლების კურსი
  4. ჭადრაკი - სამოყვარულო და პროფესიონალურ დონეზე
  5. ინგლისური ენა
  6. დიჯეის მომზადება, დიჯეის აპარატურის გამართვისა და დაკვრის სწავლება
  7. ხელნაკეთი ნივთების დამზადება - ქაღალდის, მინის, ხის და სხვა მასალებზე მუშაობა
სასწავლო კურსების გარდა ცენტრის სერვისებში შედის:
  1. კინოკლუბი
  2. ტრენინგ და საკონფერენციო სივრცეები
  3. სპორტული დარბაზი
ცენტრის სერვისებით სარგებლობა ახალგაზრდული და ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის უფასოა!
სათაო ოფისი
თბილისი,აღმაშენებლის 89/24
ტელეფონი: +(995) 599 89 20 22
ელ-ფოსტა : ycutbilisi@gmail.com
ფონიჭალის ოფისი
თბილისი, ზემო ფონიჭალა, ფონიჭალა 3
ტელეფონი: +(995) 592 00 91 76
ელ-ფოსტა : ycutbilisi@gmail.com
შეიყვანეთ ვალიდური ელ ფოსტა.
შეიყვანეთ სახელი და გვარი
შეიყვანეთ შეტყობინება.